ბათუმში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე, სადაც იუსტიციის სახლი, პროკურატურა, სასტუმროები და გმირთა ხეივანია, მოუწესრიგებელი და არაადაპტირებულია ზებრა გადასასვლელები.
შარტავას გამზირზე ზებრა გადასასვლელი [ფოტოები იხილეთ ქვემოთ] მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებას გმირთა ხეივანთან აკავშირებს. უფრო სწორად, უნდა აკავშირებდეს, რადგან თუ ამ ზებრაზე გადახვალთ, სამანქანო გზას ვერ გასცდებით – ზებრა გმირთა ხეივნის ნაცვლად ბეტონის ქოთნებთან მიგიყვანს. შემდეგ კი გზა სამანქანო გზაზე უნდა განაგრძოთ, როგორმე გმირთა ხეივანში რომ აღმოჩნდეთ.
ეს ზებრა გადასასვლელი ავტობუსის მოსაცდელის მხრიდან ადაპტირებულია.



ამ „ზებრა გადასასვლელის“ გვერდით, რამდენიმე მეტრში, კიდევ ერთი ზებრაა, მაგრამ ისიც, ხეივნის ნაცვლად საფეხმავლო ხიდის ასასვლელთან და მოაჯირთან წყდება.
ამ ზებრადან ხეივანში ასასვლელის არაადაპტირებულია:


გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაში 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ საფეხმავლო ხიდების აშენება ხელისუფლებამ სწორედ ქვეითთა უსაფრთხოების მიზნითა და შშმ პირთა საჭიროებებით ახსნა.
იუსტიციის სახლის მიმდებარედ, გმირთა ხეივანში მხოლოდ ეს ერთი ზებრაა, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს და ტროტუარზე ასასვლელებიც ადაპტირებულია. მართალია, ეს ზებრა შესაღებია და ნაწვიმარზე ძნელად მისადგომია, მაგრამ მაინც:

იუსტიციის სახლთან, ოდნავ მოშორებით, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ორი ზებრა გადასასვლელია. აქედან ერთი არაადაპტირებულია, მეორე ადაპტირებულია, თუმცა ტროტუარზე ასასვლელი მოუხერხებელია და ქვეითებისთვის არც თუ უსაფრთხოა:


