გიორგი ჩარკვიანი– ბატონო გიორგი, სახალხო დამცველის სამსახურის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს არის უწყება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა. რა შეუძლია სახალხო დამცველის წარმომადგენელს რეალურად, ადამიანის უფლებების დასაცავად რა ბერკეტები გაქვთ?
– სახალხო დამცველს ჰყავს წარმომადგენელი ექვს რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც. ჩვენ ვსწავლობთ იმ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც განცხადებით მოგვმართავენ. რაც შეეხება ბერკეტებს, სახალხო დამცველს აქვს მხოლოდ რეკომენდაციის უფლება. საბედნიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მაგალითები. გარდა ამისა, მე ვუწევ მონიტორინგს ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ფსიქიატრიული საავადმყოფო და დროებითი მოთავსების იზოლატორი. ასევე ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება, შევისწავლოთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საკუთარი ინიციატივითაც, მომართვის გარეშე.
– რამდენი ასეთი შემთხვევა გქონიათ?
– ბოლო ორი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როცა „ტვ 25“ -ის ჟურნალისტსა და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს ინციდენტი ჰქონდათ. მაშინ ისე დავიწყეთ საქმის შესწავლა, რომ ჩვენთვის არავის მოუმართავს და მეორე – ბოლო ხანს გაზეთ „აჭარა პს“-ის ჟურნალისტისა და ქობულეთის პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის შესწავლა დავიწყეთ. ასევე ჩვენი ინიციატივით ვუწევდით მონიტორინგს ბათუმში გასული წლის 21 მაისის აქციას და გონიოს მიწებთან დაკავშირებით აქციებს.
– თუმცა არის შენიშვნები, იმავე გონიოში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის მხრიდან არ იყო სწრაფი რეაგირება…
– ეს არ არის მართალი. თავიდან ამ ადამიანებმა კოლექტიური განცხადება გაგზავნეს თბილისში, არც ერთი ხელმოწერა არ ჰქონდა განცხადებას და ხელახლა გადავგზავნეთ. მანამდეც ვიყავი გონიოში, შევადგინეთ ოქმი. არა მგონია, ხელმისაწვდომობის პრობლემა იყოს. უბრალოდ, ჩვენ არ შეგვიძლია განცხადების შემოსვლიდან მეორე დღესვე გავცეთ რეკომენდაციები, რეაგირებას კი იმ დღიდანვე ვიწყებთ. ჩვენ ვერ ვიყვირებთ, ჩვენ შევისწავლით რამდენად კანონიერად მიმდინარეობს პროცესი.
– რამდენი ადამიანი მოგმართავთ თვეში ან მთელი წლის მანძილზე?
– სამწუხაროდ, ამის სტატისტიკა არ გვაქვს, რადგან ყველა განცხადება იგზავნება თბილისში და იქ რეგისტრირდება. შემიძლია გითხრათ, რომ კონსულტაციისთვის 3-4 მოქალაქე მაინც მოდის დღეში. მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რითი შეიძლება დავეხმაროთ. ხშირია, როცა ოჯახური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ სახალხო დამცველს, რაც სხვა სტრუქტურის შესასწავლია, მაგრამ არავის ვუშვებთ ისე, რომ არ ავუხსნათ, რა იქნება უკეთესი, რომ მისი უფლებები აღდგეს. ამაში ძალიან გვეხმარება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, უმეტეს შემთხვევაში ვამისამართებთ მათთან და რასაც ისინი გაწვდებიან, ცდილობენ, დახმარებას.
– თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბათუმის ციხეში, რამდენად ხშირად დადიხართ?
– რაც მე ვმუშაობ, თითქმის პრობლემა არ გვქონია იზოლატორთან დაკავშირებით. იზოლატორის უფროსი ყველაფერს აკეთებს, რომ დაკავებული ადამიანი იყოს ნორმალურ პირობებში. სხვა საქმეა, რომ მას არ აძლევს კანონი უფლებას, იქ იყოს ტელევიზორი, რადიო ან პრესა. ჯერ ჩემთვის არავის მოუმართავს, რომ ვიღაცის მხრიდან ყოფილა ზეწოლა ან უხეში მოპყრობა.
– რაც შეეხება ბათუმის საპყრობილეს?
– ბათუმის #3 საპყრობილესთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჯერ კიდევ წინა სახალხო დამცველის დროს იყო რეკომენდაცია, საერთოდ გაუქმებულიყო ეს დაწესებულება. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს საპყრობილე პირობებიდან გამომდინარე. ყველაზე დადებითი რაც არის, ღია საპირფარეშოები ამოშენდა და ეს დიდი შეღავათია პატიმრებისთვის. ყველაზე ცუდი რაც არის და რაც არ მოგვარდა წლებია, ეს არის ტელეფონის პრობლემა. ბათუმის ციხეში არ არის ტელეფონი. ~
– თქვენი აზრით, რატომ არ გვარდება ეს პრობლემა?
– წინა ხელმძღვანელობის დროს მე მაჩვენეს წერილი, რომელიც საპყრობილეს ადმინისტრაციამ „სილქნეტს“ მისწერა. „სილქნეტში“ ერთხელ ვიყავი, დაახლოებით ორი წლის წინ და კომპანია ამბობს, რომ ძალიან ძვირი დაჯდება ხაზის გაყვანა და არ უღირს, საპყრობილე კი ამით იმართლებს თავს, რომ მიწერა და რეაგირება არ არის. ვერავინ იტყვის, რატომ არ არის საპყრობილეში ტელეფონი, მაგრამ ეს რომ პატიმრებისთვის ცუდია, ეს ცხადია.
– პატიმრების ცემასთან დაკავშირებით თუ მოუმართავთ თქვენთვის და თუ შეგისწავლიათ ასეთი ფაქტები?
– ბევრი იყო ასეთი შემთხვევა, თუმცა ბათუმის ციხე ნაკლებად პრობლემატურია ამ კუთხით, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ეს არ ხდება. პატიმრები მალავენ ასეთ ფაქტებს და ვერაფერს იზამ. იყო პერიოდი, როცა ამაზე ლაპარაკობდნენ ინტენსიურად. მათ შორის დამამცირებელ მოპყრობაზეც.
– რა იყო ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რომელზეც თქვენ გქონდათ რეაგირება?
– ყველაზე გახმაურებული იყო გონიოს მიწების ამბავი, როცა დაურეგისტრირეს ადამიანებს მიწები და გარკვეული პერიოდის შემდეგ რეგისტრაცია გაუუქმეს. ასევე ჟორა მიქელაძის საქმე, რომელსაც სახლი დაუნგრიეს.
ინტერვიუს უძღვებოდა ნანა კვაჭაძე