სიახლეები

ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთან

30.05.2012 • • 1241
ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთან

ავტორი: netgazeti.ge

ქართველი მილიარდერის, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, საჯაროდ გამოჩენამდე “ნეტგაზეთმა” კითხვები დაუსვა მის მრჩეველს პიარის საკითხებში, ზურაბ ბიგვავას:

– ბატონო ზურაბ, ტელევიზიებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის შეთავაზება პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით. თუ შეიძლება განგვიმარტეთ, რას სთავაზობს მათ ბატონი ივანიშვილი?

– აქ არის ძალიან მარტივი რაღაც. თავიდან მან [ბიძინა ივანიშვილმა] თქვა: რადგან საზოგადოებას ეკუთვნის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მე პრიორიტეტს ვანიჭებ მას. შესთავაზა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ყველა ფორმატში, მზად იყო, რომ მისულიყო ტელევიზიაში. იმათ უთხრეს, რომ ჩვენ ფორმატს ვერ შევცლითო. მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო დავით პაიჭაძის ეთერში, ან ეკა კვესიტაძის გადაცემაში, მაგრამ ამაზე განცხადების გაკეთების მერე აღმოჩნდა ისე, რომ ბევრი სხვა მედიასაშუალება ამბობდა, რომ ძალიან დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ პრესკონფერენცია გაეკეთებინა თავის ოფისში. ამასთან, მოხდა ისე, რომ მას სრულიად დაუმსახურებლად მოუხსნეს მოქალაქეობა. ეს ხომ არის აგრესიული ნაბიჯი ხელისუფლების?! ეს აგრესია რადგან დაიწყო, მას უსაფრთხოების მრჩევლები ჰყავს, რომლებმაც უთხრეს, რომ კარგი იქნება, თუ შენთან, ოფისში ჩატარდება ეს პრესკონფერენციაო.

– ანუ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარეა ის, რომ უარს აცხადებს ტელევიზიების სტუდიაში მისვლაზე?

– არა, არ არის ეს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ აგრესია გამოავლინა ხელისუფლებამ, ეს მომენტიც არის. მაგრამ ძირითადი მოტივი ის არის, რომ მას არ უნდა დაჩაგრული ჰყავდეს მედიის წარმომადგენლები, რაც შეიძლება ბევრი მედიის წარმომადგენელი მოვიდეს. ყველას უნდა კითხვის დასმა.

– თუმცა იმ განცხადებაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა, არ იყო დასახელებული სხვა მედიები, თუნდაც ტელეკომპანია “მაესტრო” და “კავკასია”.

– ბიძინა ამბობს, რომ უნდა ეროვნული მაუწყებელი და გაუშვას ეს ტრანსლაცია. ეს პრიორიტეტული არხებია და მხოლოდ ამიტომ.

– მაგრამ “მაესტრო” გადაიცემა თანამგზავრით და მას რეგიონებშიც უყურებს ხალხი.

– ჰოდა, სწორედ, აი, ამ ფორმატში, “მაესტროსაც” შეუძლია მოვიდეს და გინდა თანამგზავრე გაუშვას და სადაც უნდა, იქ გაუშვან.

– ანუ ეს იქნება პრესკონფერენცია ყველა მედიისთვის?

– რა თქმა უნდა. როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდვითი მედიისთვის. ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული ფორმა. მთავარი ხომ მაყურებლის ინტერესია?! მაყურებლის ინტერესი არის ძალიან დიდი და ტელევიზიების მესვეურებმა ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგან, ჩემი აზრით.

– პირდაპირ ეთერში რომ არ გადასცენ ეროვნულმა მაუწყებლებმა, პრესკონფერენცია არ გაიმართება?

– ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შეხვედრა აუცილებლად მოხდება. თვითონაც დაინტერესებულია და ინტერესიც დიდია, ვინ არის ეს კაცი, როგორ გამოიყურება, ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს.

– აქამდე რატომ არ ჩნდებოდა, საერთოდ, და მხოლოდ წერილებს აგზავნიდა? თქვენ ხომ არ ურჩიეთ?

– არა, არა. სხვათა შორის, ჩემი რჩევები არის მინიმალური. იმიტომ, რომ მიმართვის ტექსტებს თვითონ წერს, კარნახობს და მერე ძალიან მინიმალურს თუ ცვლის. ეს არის უნიკალური სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში. მე ბევრ პოლიტიკოსთან მქონია ურთიერთობა და ეს არის მართლა უნიკალური შემთხვევა. კარგი მენეჯერი და მიზანმიმართულია. პიონერი თავის საქმეში და ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერჯერობით ყველა გადაწვეტილება, რაც მიიღო, სწორია.

– როგორი იქნება ივანიშვილის პარტია, რა მიმართულების? ერქმევა თუ არა მას “ქართული ოცნება”?

– არ ვიცი, ერქმევა თუ არა “ქართული ოცნება”, ალბათ, ნაკლებად, მაგრამ ეს სიტყვები სადღაც, ალბათ, ნამდვილად იქნება წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ძალიან კარგი მიმართვაა. ძალიან ბევრ რამეს მოიცავს და ბევრ რამესთან ასოცირდება. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს. არ ვიცი, ეს ტესტრირებას გაივლის, როგორც ხდება ხოლმე

– და ქართული ოცნებისგან რითი იქნება განსხვავებული?

– ძალიან სპეციფიურ კითხვას მისვამთ. ყველასთვის შეიძლება არ იყოს გასაგები. ქართული ოცნება ყველასთვის თავისია. ყველას ხომ გვაქვს რაღაც ოცნება და ეს არის ყველასთვის სანუკვარი. ხომ ამბობს, რომ მე მინდა მოვიდე იმისათვის, რომ ქართველებს თავისი ოცნება ავუსრულოო. სოციოლოგიურ გამოკითხვებს რომ ჩავუკვირდეთ, ქართული ოცნება არის საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, გამთლიანება, კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, ოჯახში კეთილდღეობა, დაცული სიბერე. ეს იქნება, ალბათ. მართალი გითხრათ, მისი ეკონომიკური ხედვები არ ვიცი.

– ანუ არ იცით, რა იდეოლოოგის პარტია იქნება?

– ამაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან, რა მიმართულებით აკრიტიკებს ის ხელისუფლებას, ჩანს, რომ მას ექნება თავისი განსხვავებული ხედვა თითქმის ყველა საკითხზე. ეს იქნება ეკონომიკის განვითარება, ინვესტიციები.

– იქნება თუ არა, ასევე, განსხვავებული მისი ხედვა საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით?

– მე აქამდე არ ვჩანდი და დღეს 5-6 ჯერ დამისვეს კითხვა, არის თუ არა იგორ გიორგაძე მასთან? ლოგიკა სად არის? – როცა კაცი ამბობს, რომ მე მოვდივარ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით; ის ირჩევს თავის პარტნიორებად ირაკლი ალასანიას პარტიას, პირველ რიგში, და “რესპუბლიკელებს”. ტაქტიკის თვალსაზირისით, ისინი არიან არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის მომხრე და მათი არა მხოლოდ ეს ხედვა არის ცნობილი, არამედ ამ პარტიების დასავლური ორიენტაცია, მათი ბევრი ლიბერალური მიმართულების მოსაზრებაა ცნობილი. ბუნებრივია, აქედან მისი მიმართულების განსაზღვრა ძალიან ადვილია. მას რომ გაეკეთებინა სხვა აქცენტები, სხვა პოლიტიკური ძალები წარმოეჩინა და ეთქვა, პირველ რიგში, ამ პოლიტიკურ პარტიებთან მექნება პარტნიორობა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ აქ არის სრულიად ნათელი მიმართულება.

– ძალიან კონკრეტული კითხვები დაისვა ბატონ ბიძინასადმი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

– ძალიან არაკორექტული იქნება, მე რომ გავცე ახლა ამაზე პასუხი. ძალიან მოკლე ხანში იქნება მისი ღია ეთერში გამოსვლა და ის ჩამოაყალიბებს ამ თავის მოსაზრებებს ყველა მიმართულებით. მათ შორის ამაზეც. არ იქნება მორალური მის ნაცვლად დავიწყო მისი მოსაზრებების გადმოცემა. უპრიანია, რომ დაველოდოთ ხოლმე. ხანდახან 50-100 დღე ველოდებით ხოლმე რაღაც პროექტებს.

– თვითონ ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას?

– თვითონ, ძირითადად, ჰყავს მრჩეველები, მაგრამ პირველი წერილი, მაგალითად, პირადად მისი დაწერილია და ეტყობა კიდეც, უკაცრავად სლენგისთვის, მაგრამ “ნაჩალიჩარი” რომ არ არის. როგორც დაგელაპარაკებოდა, ისე დაწერა. იქ არის შეიძლება ბევრი უზუსტობა, უხეში გადასვლები, მე, მაგალითად, რაღაცას გავასწორებდი, მაგრამ თავისი ნაწერია და სწორედ მაგაშია ამ კაცის ხიბლი, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც წერა არ გამოსდით. და საუბარი იმაზე, რომ არ იცის ქართული, მინდა გითხრა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ქართული და ძალიან ლოგიკურად აზროვნებს და ამიტომ არის შიში მისი გამოსვლის მიმართ.

– წერილზე საუბრობდით. რატომ დაემთხვა მისი წერილი საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის ჩამოსვლას საქართველოში. ეს სტრატეგია იყო?

– მას აქვს თავისი სერიოზული მოტივაცია და არგუმენტაცია, რატომ მოხდა იმ დღეს ამ წერილის გამოქვეყნება. მას არ უფიქრია, რომ სარკოზი გადაეფარა. დამთხვევა მოხდა გარემოებების, რომელმაც ბევრი მისი ქცევა განსაზღვრა. თვითონ ისაუბრებს ამაზე.

– მინდა ჩაგეკითხოთ ნინო ბურჯანაძეზე, ის არ უხსნებია ივანიშვილს თავის წერილებში არც პოზიტიურად და არც ნეგატიურკონტექსტში…

– მან გააკეთა პრიორიტეტი. გამოყო ნათლად, ვისთან ითანამშრომლებს. არავის არ მორიდებია. ასეთი განცხადება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა დიდი საფრთხეების შემცველი.

– ნინო ბურჯანაძე არ მოხვდა იმ სიაში, ვისთანაც არ ითანამშრომლებს.

– ეს არის მისი მოსაზრება. შეიძლება ითანამშრომლოს, შეიძლება არ ითანამშრომლოს. ვიღაცეები არ ახსენა, ეტყობა, დაიტოვა რაღაც. ბურჯანაძე არ ვიცი, მაგრამ იქ “სახალხო კრებაა”. რამდენადაც ვიცი, ბურჯანაძემ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა და შეიძლება ბატონი ბიძინა ფიქრობს მომავალზე, არ ვიცი. ამ დროისთვის, მან გააკეთა ძალიან ზუსტი აქცენტები – “თავისუფალი დემოკარტები” და “რესპუბლიკელები”. ეს არის ძალიან სპეციფიკური ნიშა, კარგად მოგეხსენებათ, რომელშიც დანარჩენი პარტიები ნაკლებად ჯდება. ეს არის განსაკუთრებული ნიშა.

– ანუ ამ ორი პარტიის პოლიტიკურ ღირებულებებს იზიარებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი?

– დღეს გაცხადდა ეს. დღეს გავრცელდა სამი განცხადება, ერთში საუბარია იმაზე, რომ მათ პოლიტიკურ ხედვებში არის სრული თანხვედრა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

– ყველამ იცის ბიძინა ივანიშვილის წვლილი ეკლესიების მშენებლობაში, მაშინ, როცა „რესპუბლიკური პარტია“ არის ლიბერალური ,ღირებულების მქონე პარტია ამ საკითხებში. ამ კუთხითაც არის თანხვედრა?

– ჩემი აზრით, ლიბერალური ღირებულებები არ გამორიცხავს ეკლესიის მიმართ პატივისცემას. მაგრამ, რომ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იხრება კლერიკალური ეკლესიის წარმოჩენაზე, ეგრე არ არის. მეორე წერილში პატარა სენტენციაა, რომელიც ეკლესიას მიუძღვნა, იქ არის საინტერესოდ დანახული. დიდი პატივისცემა არის გამოხატული პატრიარქის მიმართ, მაგრამ იქ ნაჩვენებია, რომ იქ ზოგიერთი მღვდელმთავრის ჯიპების საკითხი მიაჩნია მტკივნეულად და არ მიაჩნია სწორად. აქ არალიბერალური არაფერი არ არის.

– როგორია, მაგალითად, მისი ხედვა კონკორდატთან დაკავშირებით?

– ყველაფერი ახლა კეთდება და ამიტომ ბევრ საკითხზე საუბარი არც ყოფილა. ეს საკითხი ჯერჯერობით არ განხილულა. მე არ დავსწრებივარ.

– კიდევ ვინ ჰყავს მრჩეველები?

– ვიცი, მაგალითად, რომ გია ხუხაშვილი თანამშრომლობს და გარკვეულ რჩევებს აძლევს, დანარჩენი – პრესმდივანი არის ირაკლი ტრიპოლსკი, საკმაოდ ცნობილი კაცი, რომელიც იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ეკა ბესელია მის პირად იურისტად დასახელდა და ეს არის ახლა ძირითადად. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეხვდა ირაკლი ალასანიას და განცხადება არის, რომ თანხვედრა არის ყველა საკითხზე და თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო. “რესპუბლიკელებთან” იქნება რაღაც საკითხებზე თანამშრომლობა, თუმცა რაღაც საკითხები კიდევ გასარკვევი დარჩა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დამალული არაფერი არაა. იმ დღესვე თუ არა, მეორე დღეს უკვე პრესაშია.

– ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ჩანს, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან. მაინც რა ტიპის იყო ეს ურთიერთობა?

– ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც აფინანსებდა ამ ხელისუფლებას, ეხმარებოდა მას ძალიან ბევრ საქმეში. ამაზე თვითონ ნაკლებს ლაპარაკობდა.

– რას ნიშნავს “აფინანსებდა”?

– ეს არ ნიშნავს, რომ აძლევდა ჯიბის ფულს. ფონდი რომ იყოს სოროსის შექმნილი, განვითარების, მან სერიოზული თანხები ჩარიცხა. ამის გარდა, ბევრ ისეთ საქმეებს აფინანსებდა, რომელზეც თვითონ ილაპარაკებს. და არა მგონია, ხელისუფლებას ამის უარყოფა შეეძლოს. ეს იმის გარდა, რომ უამრავი მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწე დაფინანსებულია მის მიერ. სანამ ის თვლიდა, რომ ეს ხელისუფლება აკეთებდა კეთილ და კარგ საქმეს, მანამდე ის კეთილგანწყობილი იყო ამ ხელისუფლების მიმართ.

– რატომ აღმოჩნდა 2008 წლის არჩევნები ამ ურთიერთობისთვის გარდამტეხი და არა, ვთქვათ, 2007 წლის 7 ნოემბერი?

– არაკორექტული იქნება, ნამდვილად, რომ ამაზე ვისაუბრო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითონ როგორ იტყვის ამას.

– საფრანგეთში აქვს მას რაიმე ბიზნესი?

– ნაკლებად ვიცნობ ამ საკითხებს, ახლა გავიცანი ეს ადამიანი. ასეთი დეტალები მის ბიზნესზე არ ვიცი.

-მისი ოჯახი საქართველოში იმყოფება?

– კი. მისი ოჯახი არის საქართველოში.

ზურაბ ბიგვავა არის პოლიტტექნოლოგიების სპეციალისტი. არის კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სხვადასხვა დროს ის იყო ყოფილ პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძის მრჩეველი პიარ ტექნოლოგიების საკითხებში.

გადაბეჭდვის წესი