სიახლეები

ივანიშვილის სოლიდარობა “მაესტროს”

30.05.2012 • • 1122
ივანიშვილის სოლიდარობა “მაესტროს”

ბიძინა ივანიშვილი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ განცხადებას ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

“დღეს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში არსებობისთვის ისედაც შეზღუდული პირობები გააჩნია და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ფონს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ტელეკომპანიის მაუწყებლობა ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს. დაუყოვნებლივ უნდა მიეცეთ ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება, ხოლო სადავო საკითხი გადაწყდეს ცივილიზებული გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებამდე ერთი დღით ადრე ივანიშვილი იმყოფებოდა ტელეკომანპანია “მაესტროს” შენობაში. მან 29 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ეკა ბერიძის გადაცემაში.

გადაბეჭდვის წესი