Batumelebi | ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა – Batumelebi
RU | GE  

ია ანთაძე: ინტერვიუ ივანიშვილთან თავად ბიზნესმენის ინიციატვით შედგა

ია-ანთაძე-ინტერვიუ-ივანი

ელენე ხაჭაპურიძე

”ჩემი სუბიექტური შეფასებით, ვთვლი, რომ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა, თუმცა, როდესაც ინტერვიუ გამოქვეყნდება, ალბათ უფრო კარგად შევძლებ შეფასებას. ამ ეტაპზე ძალიან სუბიექტურია ჩემი აღქმა, ტექსტი როცა იქნება და სხვებსაც მიეცემათ მისი წაკითხვის საშუალება, უფრო გახდება შესაძლებელი ინტერვიუს ობიექტურად შეფასება”- აღნიშნა ნეტგაზეთთან საუბრისას ია ანთაძემ, რომელმაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან დღეს სამსაათნახევრიანი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუს მთავარ სასაუბრო თემას დემოკრატიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა.

”ასევე, პირადი შეკითხვები მქონდა ოჯახთან დაკავშირებით, ყველა საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და ვფიქრობ, რომ გულწრფელი იყო”-აღნიშნავს ჟურნალისტი

როგორც ია ანთაძემ ნეტგაზეთთან საუბარისას განაცხადა, ინტერვიუ თავად ბიზნესმენის ინიციატივით შედგა.

”მე არც მიფიქრია, მხოლოდ ერთხელ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ვთქვი, რომ თუ მას კითხვები და ეჭვები აქვს ჩემ მიმართ, სიამოვნებით ვუპასუხებდი”- ამბობს ჟურნალისტი.

ჟურნალისტმა ბიზნესმენთან ისაუბრა მის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტი ფსევდოობიექტურობაში დაადანაშაულა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი ინტერვიუს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილი იყო.

”ვინაიდან მან გადაწყვიტა, რომ სწორედ ჩემთვის მოეცა ინტერვიუ, მითუმეტეს, სამსაათნახევარი ვსაუბრობდით, ნიშნავს იმას, რომ მას ჩემს გულწრფელობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება. ამ ნაბიჯით თვითონვე თქვა უარი იმ ეჭვებზე, რაც მან თავის მეორე წერილში გამოთქვა”-ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე.

ინტერვიუ ინტერნეტსივრცეში განთავსდება, თუმცა უცნობია, რომელ საიტზე:

” არ ვიცი, რადიო თავისუფლების ფორმატი რამდენად იქნება შესაბამისი ინტერვიუსთვის, ზუტად არ ვიცი, რომელ საიტზე, მაგრამ აუცილებლად განთავსდება ინტერნეტსივრცეში, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”- აღნიშნა ია ანთაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.
https://netgazeti.ge/GE/78/News/6538/ი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge