ავტორი: ნათია ზოიძე
თურქული მედიის ინფორმაციით, რიზეს პოლიციის განყოფილებამ თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში, ენგინ არიქანს სპეციალური შეტყობინება გამოუგზავნა და საქართველოში მომავალ თურქეთის მოქალაქეთა ინფორმირება სთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებთან“ თურქეთის კონსულმა ენგინ არიქანმაც დაადასტურა.
გაფრთხილების შინაარსი ასეთია: „საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, თურქული პოლიცია თურქეთის მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ პირადობის მოწმობის ასლი და ფოტო. სავალდებულოა თან ჰქონდეთ ავტომობილის კუთვნილებისა და მართვის მოწმობის საბუთის საქართველოში ან საქართველოს საელჩოებში დამოწმებული ინგლისური თარგმანი.“
„მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის უპასპორტო მიმოსვლაა, საზღვარზე თურქეთის მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. მათი ძირითად ნაწილი პირველად გადმოდის საქართველოში და საბაჟო წესების შესახებ ბევრმა არ იცის, მათთვის ინფორმაციის არ ქონა კი ხანდახან პატიმრობის ტოლფასია“, ამბობს თურქეთის კონსული ბათუმში, ენგირ ერიქანი.
ამის დასადასტურებლად კი ერიქანი შემდეგ ფაქტს იხსენებს: ორი წლის წინ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც მეზღვაურები არიან, აფხაზეთში გადავიდნენ. აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლის შემდეგ კი ისინი დააკავეს. „ბოლო 15 დღის განმავლობაში დაკავებული იქნა ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ახლა ზუგდიდის საპყრობილეში არიან“.
გარდა ამისა, თურქეთის კონსული ამბობს, რომ თურქეთის მოქალაქეები სამორინეებში სათამაშოდ გადმოდიან: „ამიტომაც მათ ხშირად აქვთ დიდი თანხა, ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ პირმა, რომელსაც 30 ათას ლარზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ამის შესახებ ზეპირად ან წერილობითი სახით საბაჟო სამსახურს აცნობოს.“
გაფრთხილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის „მოქალაქეებმა თან არ შეინახონ სხვა პირებისაგან მიღებული პაკეტი ან ტვირთი.“ „იყო შემთხვევა, როცა თურქეთის მოქალაქეს გამოატანეს პაკეტი, რომელშიც იყო ნარკოტიკი. ის ამბობს, რომ მან არ იცოდა, რა იყო ამ პარკში/ ეს მოქალაქე ახლა ქუთაისის საპყრობილეშია და 25 წელი აქვს მისჯილი“ _ ამბობს ერგინ ერიქანი.
თურქეთის კონსული დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების ინფორმირებულობა გაუგებრობების თავიდან აცილების საშუალება იქნება. ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურ ბროშურებს დაარიგებენ.