Batumelebi | თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია – Batumelebi
RU | GE  

თუ ვინმე მორწმუნე, წარმართი ან ათეისტია

თუ-ვინმე-მორწმუნე-წარმარ

გაბრიელ ბრაგანტინი: „ქრისტე ჯვარზე არც კათოლიკეებისთვის ეცვა და არც მართლმადიდებლებისთვის...“

ავტორი: ეთერ თურაძე

გაბრიელ ბრაგანტინი – პადრე, რომელიც საეკლესიო მისიით 17 წლის წინ ჩამოვიდა იტალიიდან საქართველოში, „ბათუმელებთან“ რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე საუბრობს.

– თქვენ თქვით, რომ ქართული მედია ხშირად იგნორირებას უკეთებს კათოლიკურ ეკლესიას. რა გინდათ, რომ უთხრათ საზოგადოებას?
– ჩვენ, როგორც ეკლესიას, გვინდა გვქონდეს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას ეხება, მაგალითად, ახალგაზრდების მდგომარეობაზე, ბავშვების მდგომარეობაზე ციხეში.

ნებისმიერ ეკლესიას უნდა ჰქონდეს საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს თავშესაფარი, ქველმოქმედების დიდი პროგრამა, მაგრამ იშვიათად აინტერესებს სახელმწიფოს, მედიას, თუ რას ვაკეთებთ, რა პრობლემებს ვაწყდებით.

– თქვენ ითხოვთ ეკლესიების დაბრუნებას. ამ მხრივ რა ხდება?

– ხუთი ეკლესია – ქუთაისში, გორში, უდეში, ივლიტაში, ბათუმში – არის კათოლიკური. აბაშიძის მმართველობის დროს, როდესაც ბათუმში ეკლესიის საკითხს განვიხილავდით, შევთანხმდით, რომ უარს ვიტყოდით ბათუმის ეკლესიაზე, ოღონდ ახალს ავაშენებდით. მაშინ ამას იმიტომ დავთანხმდით, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება. მაგრამ არის კითხვა – ამის გამო დღეს უკეთესი ურთიერთობაა მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის? სამწუხაროდ – არა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბათუმის ეკლესიაზე უარი ვთქვით…

ამ ზაფხულში კათოლიკეები, ბათუმის ეკლესიიდან არათავაზიანად გააგდეს კიდეც.

– ვინ გააგდეს და რატომ?

– სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან და ქართველების ერთი ჯგუფი – ვალედან. ჯგუფს უთხრეს, რომ წასულიყვნენ ეკლესიიდან, როგორც კი შეამჩნიეს, რომ კათოლიკური წესით გადაიწერეს პირჯვარი. ვცადე, მათთან ისე მელაპარაკა, რომ არ ამეღელვებინა, მაგრამ მაინც არის კითხვა, – რატომ?

– რომელი ეკლესიების დაბრუნებას ითხოვთ ახლა და რას გპასუხობენ?

– ქუთაისი ჩვენ გვჭირდება, ვინაიდან იქ იყო დიდი საკრებულო. ჩვენ გვაქვს ყველა საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ეკლესია ჩვენია. სასამართლოში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ მემკვიდრეები, რადგან კათოლიკური ეკლესია არ არის დარეგისტრირებული. ახლა დავრეგისტრირდით, მაგრამ არ ვიცი, ახალი კანონის მიხედვით თუ შეიძლება ქონება მოვითხოვოთ, ვინაიდან კონკორდატით, ეკლესიის მფლობელობაზე პრიორიტეტი მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს.
ვხვდებოდით საპატრიარქოს ოფიციალურ პირებს – მეუფე გერასიმეს, მეუფე აბრამს, გიორგი ანდრიაძეს. ამბობდნენ, რომ მათ სჭირდებათ ეს ეკლესია. შეიძლება მაშინ სჭირდებოდათ, მაგრამ დღეს, როცა საქართველოში ამდენი მართლმადიდებლური ეკლესია შენდება, ჩვენი ეკლესია რაში უნდა სჭირდებოდეთ.

– რეალურად თქვენ თუ გჭირდებათ ამდენი ეკლესია, მრევლი გყავთ?

– ქუთაისში სახლში ვლოცულობთ… ქუთაისში ჩვენ გვყავდა დიდი სამრევლო, ახლა ნელ-ნელა იქაც ქრება ჩვენი საკრებულო. რატომ? ვფიქრობ იმიტომ, რომ იკარგება ნამდვილი სახე საქართველოსი, ვგულისხმობ საზოგადოების მრავალფეროვნებას რელიგიური ასპექტით. გვეამაყება, რომ ავლაბარში სომხური, კათოლიკური ეკლესიები, მუსლიმანების მეჩეთი ერთად დგას. მაგრამ ეს მხოლოდ წარსულში უნდა დარჩეს? ახლა ამბობენ, რომ საქართველოში უნდა იყოს ერთიანი რელიგია. ყველას აქვს უფლება განაცხადოს თავისი აზრი, მე კი ვფიქრობ, რომ ჯობია საქართველოში იყოს ერთიანობა რელიგიებს შორის, ვიდრე იყოს ერთი რელიგია.

– რატომ კლებულობს თქვენი მრევლი ქუთაისში. არ გამიგია, რომ ვინმეს ან კათოლიკობაზე, ან მუსლიმანობაზე ძალით ათქმევინეს უარი.

– არ მინდა, რომ ჩემს სასარგებლოდ ვილაპარაკო, მე მინდა, რომ ჩემი აზრი იყოს სასარგებლო საზოგადოებისთვის. თუ კონსტიტუციის მიხედვით ყველა მოქალაქე თავისუფალია, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს, მეჩეთში დადიან ისინი თუ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, უნდა ჰქონდეთ ერთნაირი უფლებები.
საქართველოში კი ასეა – თუ გინდა სამსახური იშოვო, უნდა იყო მართლმადიდებელი, ამას საზოგადოებაში ღიად არავინ ამბობს, მაგრამ ასე ხდება.

– ეს სად მოისმინეთ?

– მართლმადიდებელი მღვდლები ამბობენ ასე.

– მართლმადიდებელ მღვდელს ადამიანის დასაქმება შეუძლია?

– მეგობრული გზით შეუძლია, პოლიტიკოსები ვისთან ეძებენ ურთიერთობას… ჩემთან და ჩვენს ეპისკოპოსთან მოვიდა ერთი ადამიანი და გვითხრა, რომ ბანკიდან კათოლიკობის გამო გაუშვეს. იყო მომენტი, როდესაც ამ ეკლესიის ირგვლივ, ახლა სადაც ვართ, დადიოდნენ მღვდლები ოჯახებში და ეუბნებოდნენ, რომ არ უნდა შემოსულიყვნენ ჩვენს ეკლესიაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო.

– თქვენ თქვით, რომ მაღალი თანამდებობის კათოლიკეები, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, მალავენ თავიანთ აღმსარებლობას. არადა, ის დასაქმებულიც არის და მნიშვნელოვან ძალაუფლებასაც ფლობს. ამას როგორ ხსნით?

– როგორც სასულიერო პირს, მე არ მაქვს უფლება, განვსაზღვრო მათი არჩევანი. მე არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ან როგორ იყო აღზრდილი, ჩვენ მოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა ყველა მალავდა თავის რელიგიას.
პარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ კათოლიკობას მალავენ. ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის კითხვითი ნიშანი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ არის ჯგუფი, რომელიც ბოლომდე თავისუფალი არ არის.

ზოგჯერ საქართველოში რელიგია არის მხოლოდ გვაროვნული საქმე. მერაბიშვილის გვარის მატარებელი თუ ვარ, ესე იგი უნდა ვიყო კათოლიკე. სინამდვილეში, რელიგია ყოველთვის საკუთარი არჩევანია და არა – ტრადიციის გაგრძელება. ამბობენ, რომ ფალიაშვილები, ოცხელები, თამარაშვილები… კათოლიკური გვარებია. ერთი მხრივ კარგია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს საქართველოში, მაგრამ, იმავე დროს, რელიგია საკუთარი არჩევანია, ამიტომ ცოტა უხერხულია გვარებით რელიგიაზე ლაპარაკი.

– მერაბიშვილზე მინდა გკითხოთ, არ მიგიმართავთ მისთვის ეკლესიების გადმოცემის საკითხში დასახმარებლად?

– ვანო მერაბიშვილს ერთხელ შევხვდი შევარდნაძის დროს. მაშინ ჩვენ ვეძებდით გზებს, როგორ მოგვეხერხებინა ამ საკითხზე საუბრის დაწყება. რაც მინისტრი გახდა, მას შემდეგ არ შევხვედრივარ.

– რას ფიქრობთ, დაგიბრუნებენ ეკლესიებს?

– ჩვენი პოზიცია ასეთი, რამდენიმე ეკლესია უნდა დაგვიბრუნონ, როგორც ნიშანი ისტორიის, ჩვენი მრევლისა და სამართლიანობის პატივისცემისთვის.
ჩვენ ევროსასამართლოში გავიმარჯვებდით, თუმცა არ ვიჩივლეთ, რადგან მგონია, რომ ეს პრობლემა აქ უნდა მოგვარდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო რთული იქნება ეს, მაგრამ იმედია, ქუთაისის და კიდევ ერთ ეკლესიას დაგვიბრუნებენ.

– რატომ არის თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი ამ ეკლესიების დაბრუნება?
– ქუთაისში არიან ადამიანები, რომლებიც მოინათლნენ ჩვენს ეკლესიაში, დღეს კი ეუბნებიან, რომ ეს მათი ეკლესია არ არის. მე პატრიარქთანაც ვიყავი და მან მითხრა, რომ ახლა არ შეიძლება.

– რატომ არ შეიძლებაო?

– ზუსტი სიტყვები არ მახსოვს, ეგ 10 წლის წინ იყო. როცა ამბობ, რომ არ შეიძლება, უნდა იფიქრო, რატომ არ შეიძლება. ვის აქვს უფლება თქვას, არ შეიძლება, დიქტატორი დედამიწაზე არავინაა და შანსიც ყოველთვის არსებობს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მაგრამ სანამ ქადაგებენ, რომ კათოლიკური ეკლესია არის სექტა, სანამ გვაბრალებენ, რომ ქუთაისის ეკლესია ჩვენმა წინაპრებმა გადააკეთეს კათოლიკურად, არაფერი შეიცვლება.

ქუთაისში, ყველა 40 წელსგადაცილებულმა იცის, რომ ის იყო ფრანგების ეკლესია, ახალი თაობა კი ამბობს, რომ ეს მისია. ქუთაისში არის გელათი, ბაგრატი, სხვა მნიშვნელოვანი ადგილები, მაინცადამაინც ჩვენს ეკლესიასთან რატომ აშენებენ სემინარიას? ეს მიზნობრივად ხდება, უნდათ ის დაიკარგოს, რაც ისტორიაში წერია.

შაშიაშვილის დროს იყო საუბარი ახალი ეკლესიის აშენებაზე. იმ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობდნენ, ყველგან ახალი მართლმადიდებლური ეკლესიაა. შეიძლება ვინმემ გვითხრას, რომ ჩვენც ავაშენოთ, მაგრამ არც ადგილი გვაქვს და არც უფლება. ეს პოლიტიკა საზოგადოების ნორმალურ ურთიერთობას არ ეხმარება.

ბებიები და ბაბუები ტირიან, რომ მათ შვილებს არ უნდათ, გააგრძელონ კათოლიკური ტრადიცია, არადა, იქ ბევრი კათოლიკე ოჯახი არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან – გინდათ ნორმალური მომავალი გქონდეთ, მონათლეთ შვილები მართლმადიდებლურად. და მათაც ეშინიათ ბავშვების მომავლის.
მე ეჭვი მაქვს, რომ მთავრობამ იცის ეს პრობლემა, სასულიერო პირებმა, რომლებიც ამას ქადაგებენ, იციან რა შედეგი ექნება ამას, მაგრამ ის არ იციან, თუ რამდენი დაპირისპირება ხდება ოჯახებში ამის გამო. ოჯახს, სადაც კათოლიკე მოხუცი გარდაიცვალა, სასულიერო პირმა უთხრა, თუ გინდა რომ მეუღლესთან ერთად იყო, უნდა გადაინათლოო. ეს ქადაგება ჩემი ყურით მოვისმინე.

– კათოლიკური ეკლესია იმავეს არ ქადაგებს? თქვენ არ ეუბნებით თქვენს მრევლს, რომ ვინც არაკათოლიკეა ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება?

– ცხონება ღვთის ნებაა. იესო ქრისტე ჯვარზე არც კათოლიკეებისთვის ეცვა და არც მართლმადიდებლებისთვის, ის მოკვდა ყოველი ადამიანისთვის. ეკლესიას უფლება არ აქვს თქვას – შენ სხვა აღმსარებლობის ხარ და არ ცხონდები. „ეკლესიის გარეთ ხსნა არ არსებობს“ – ეს არის პრინციპი, რომელიც მიღებული იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთში, მაგრამ ეს პრინციპი არ არის მისაღები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკლესიის გარეთ ცხოვრობენ. ადამიანი თუ წარმართი ან ათეისტია, ან სხვა ფილოსოფიის მიმდევარი და ცხოვრობს თავისი სინდისის მიხედვით, ანუ ეძებს სიკეთეს და არა ბოროტებას, ის ცხონდება. ანუ იმ ეკლესიის დოქტრინის ერთგული უნდა იყო, სადაც დადიხარ.

როცა ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში წესს არ უგებენ, ჩვენს ეკლესიაში კი შემდეგი პრინციპით ვლოცულობთ – ზუსტად მაშინ სჭირდება ადამიანს თანადგომა ეკლესიისგან. ისედაც მძიმე დღეში მყოფ ოჯახს ეკლესიამ სასჯელი არ უნდა დაუმატოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge