სიახლეები

ზეიმი და პროტესტი ID ბარათებს

30.05.2012 • • 1547
ზეიმი და პროტესტი ID ბარათებს

ბათუმის იუსტიციის სახლმა ახალი ID (აიდი) ბარათის გაცემა, საზეიმოდ აღნიშნა. იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ აიდი ბარათების აღების მსურველები, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმართავდნენ. თუმცა, კონკრეტულად რამდენი განაცხადი შევიდა, ზუსტი სტატისტიკა არ მოუწოდებიათ.

ავტორი: ლელა დუმბაძე

ID ბარათები, როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, მაღალი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მისი გაყალბების ალბათობა თითქმის არ არსებობს. ელექტრონული ბარათები, ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მოქალაქეს შეუძლია რეგისტრაციის ადგილის ონლაინ რეჟიმში შეცვლა. ახალი ელექტრონული ბარათების აღება10 სამუშაო დღის განმავლობაში 30 ლარად იქნება შესაძლებელი, დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში, ფასი იზრდება. უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის იქნება. ელექტრონული ბარათების გაცემა თბილისში და ბათუმშიც, „მართლმადიდებელთა კრებულის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ელექტრონული ბარათები ადამიანის თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება, რაც არაქრისტიანულია: „ამ ბარათების მეშვეობით მოხდება ადამიანების კონტროლი ყოველ წუთს და ყველგან. ეს არის ადამიანის ნების ხელყოფა. ადამიანის პირადი ცხოვრება აღარ არის დაცული, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. მოვითხოვთ რომ დაგვიტოვონ ალტერნატიული საშუალებები“- აცხადებს კრებულის წარმომადგენელი ზაზა ნანობაშვილი, რომელიც ანტიქრისტეს სიმბოლიკასთან დაკავშირებით აქცენტებს აღარ აკეთებს: „თუ არა ელექტრონული პასპორტები ანტიქრისტეს სიმბოლიკას, ეს საკითხი არ არის ბოლომდე შესწავლილი, მაგრამ როცა ადამიანის ნება შეზღუდულია, ეს უკვე არაქრისტიანულია“. მისი განცხადებით, საპატრიაქოშიც იგივე დამოკიდებულებაა. კრებულის წევრები აცხადებენ, რომ ისინი იმ ადამიანების ხელმოწერებს აგროვებენ, ვინც ელექტრონული ბარათების შემოღების წინააღმდეგია. მათ ხელმოსაწერი ფურცლები ბათუმის იუსტიციის სახლთანაც მიიტანეს, თუმცა ხელმოწერები არ გაკეთებულა. ბარათების გაცემასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონიალი, ნინო ქათამაძის კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა. კონცერტის მსვლელობის დროს ნინო ქათამაძემ შეძლო, სცენის წინ, იუსტიციის სახლის მიერ გაკეთებული რკინის ბარიკადების დანგრევა, რომელიც მომღერალს თაყვანისმცემლებისგან საკმაოდ აშორებდა: „შემოუშვით რა ხალხი“-იყო მომღერლის თხოვნა. ნინომ ქათამაძემ კონცერტი „სულიკოთი“ დაასრულა.        

გადაბეჭდვის წესი