Batumelebi | ვმო–ს თემა და საქართველო “მოლოდინის რეჟიმში ვმო–ს თემა და საქართველო “მოლოდინის რეჟიმში – Batumelebi
RU | GE  

ვმო–ს თემა და საქართველო “მოლოდინის რეჟიმში

ვმო–ს-თემა-და-საქართველო

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართული მხარე დაეთანხმა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობს. როგორც მანჯგალაძე აცხადებს, მონიტორინგი ყველა სავაჭრო ტვირთზე განხორციელდება.
“გუშინ ამ საკითხზე მოსკოვში სტუმრობის შემდეგ, შედგა შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და როგორც
საქართველოს პირველ პირთან შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მოხდა მნიშვნელოვანი საკითხის დაზუსტება, რომ საერთაშორისო მხარე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მონიტორინგი, იქნება თავად შვეიცარია”, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, სხვა მხრივ შეთანხმების ტექსტი უცვლელია. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციამ გუშინ ითხოვა დამატებითი დრო საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად.
“ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით რუსული მხარის საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ბათუმში პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაკეტებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge