სიახლეები

ვის უმღერიან „ვარსკვლავები“ უფასოდ

30.05.2012 • • 1107
ვის უმღერიან  „ვარსკვლავები“ უფასოდ

ავტორი:  ლელა დუმბაძე

„ქეთო და კოტეს“ პრემიერისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ზუსტ რაოდენობას ხელისუფლება ამ დრომდე არ ამხელს. არაოფიციალური ინფორმაციით, სპექტაკლის ბიუჯეტი მილიონ ლარს აღემატება. სოლიდური ხარჯის გამო რიგითი მაყურებლისთვის სპექტაკლი, ფაქტობრივად, არ გაიმართება. ვინ დგამს ქვეყანაში ძვირადღირებულ სპექტაკლებს და ვისთვის მღერიან ვარსკვლავები უფასოდ.

ჩვეულებრივ მოკვდავთათვის „ქეთო და კოტე“ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, აგვისტოში გაიმართება. ანუ იმ დროს, როცა მასში მონაწილე ვარსკვლავები უცხო ქვეყნებიდან სამშობლოში დროებით დაბრუნდებიან.
„ქეთო და კოტეს“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ნიკა მემანიშვილის აზრით, ეს იმდენად ძვირადღირებული პროექტია, რომ მისი გეგმიური ჩაშვება წარმოუდგენელია. მაესტროს თქმით, მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ სპექტაკლში ერთდროულად ამდენი ვარსკვლავი მონაწილეობდეს: „მათ ზუსტად გაწერილი გრაფიკი აქვთ. ისეთი ვარსკვლავების თავმოყრა, როგორიც ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე და ნინო ანანიაშვილია, ძნელია. მით უფრო არასწორია, რომ უფასოდ ამღერო. სპექტაკლში 250 ადამიანი მონაწილეობს, სიმბოლური ჰონორარიც რომ მისცე, მაინც სოლიდურ თანხაზე ადის“.
რა თანხა დაიხარჯა სპექტაკლზე, რომელიც ქვეყნის მაღალი რანგის პირებმა კულტურულ რევოლუციად შეაფასეს, ამის შესახებ არც ერთ შესაბამის სტრუქტურას ინფორმაცია არ აქვს. ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ სპექტაკლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: „რა დაჯდა პრემიერა, ვერ გეტყვით, რადგან ჯერ თანხა ბოლომდე დათვლილი არ არის~. თუკი არ შემდგარა ხარჯთაღრიცხვა, მაშინ რის საფუძველზე გამოიყო საბიუჯეტო სახსრები, როგორ მოხერხდა მსახიობების ჰონორარების გაცემა ან 150-მდე მოწვეული შემსრულებლის ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრება? პასუხი თენგიზ ჯაფარიძეს არც ამ კითხვებზე აქვს. „ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ და გავარკვევთ“, _ აცხადებენ საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი, რომელიც სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, ამბობს, რომ პირადად მან „ქეთო და კოტესთან“ დაკავშირებით ხელშეკრულება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გააფორმა: „სხვა მონაწილეებს ვინ გაუფორმა, ვერ გეტყვით და დაფინანსებაც, მე მგონი, სამინისტროდან იყო“.
სპექტაკლის მთლიანი ბიუჯეტი არც ნიკა მემანიშვილისთვის არის ცნობილი: „მარტო მუსიკალური ნაწილი (ორკესტრი, ბენდი, პარტიტურების დაბეჭდვა, რეპეტიციები და ა.შ) 100 000-მდე ლარი დაჯდებოდა. სპექტაკლის პროდიუსერი ლელა კილაძე იყო, ის მართავდა საორგანიზაციო პროცესს. შესაბამისად, დაფინანსებაზეც მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია“.
ლელა კილაძე თბილისის მერის, გიგი უგულავას ცოლი და ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სამსახურის უფროსია.
იმას, რომ „ქეთო და კოტეს“ დადგმის ინიციატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა, სხვებიც ადასტურებენ. `ვერ გეტყვით ბილეთები გაიყიდება თუ არა, სპექტაკლი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოაქვს~, _ თქვა ბათუმის მუსიკალური ცენტრის მოლარემ. „ეს პრეზიდენტის ღონისძიებაა და ჩვენ ვერ გადავწყვეტთ აკრედიტაციის საკითხს“, _ ეს კი ნათია ბანძელაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თქვა.
„საუკუნის სპექტაკლის“ შემქმნელები არც აღებულ ჰონორარს ასახელებენ, თუმცა არ მალავენ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი სტუმრების გამო დათმობებზე უწევთ წასვლა. `მონაკოს პრინცის პატივსაცემად უფასოდ იმღერა ყველამ, მთელმა დასმა უარი ვთქვით ჰონორარზე. ეს იყო პრეზიდენტის თხოვნა, რომელიც ქალბატონმა ლელამ გადმოგვცა~, _ აცხადებს ნიკა მემანიშვილი, ვისი აზრითაც უფასოდ სიმღერა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებშია მისაღები. _ „საქვეყნოდ მნიშვნელოვანი რამ უნდა ხდებოდეს, რომ პატრიოტული მიზეზების გამო უარი ვთქვათ ჰონორარზე“.
კიდევ ერთი „საგანგებო და პატრიოტული“ საქართველოში უახლოეს ხანში დაგეგმილი ნატოს დელეგაციის სტუმრობაა: „ნატოს ელჩებისა და რასმუსენისთვის უნდა შევასრულოთ უფასოდ~. სამაგიეროდ, ქართველი ვარსკვლავები არ აპირებენ ჰონორარის გარეშე იმღერონ ბათუმში საახალწლოდ: „ამ შემთხვევაში უფასოდ ვეღარ ვიმუშავებთ, ეს ის დროა, როცა ოჯახში ჰონორარი უნდა შევიტანოთ“.
ნიკა მემანიშვილის თქმით, იმასაც განიხილავდნენ, რომ რიგითი ჩვენების დროს ვარსკვლავები უფრო დაბალი რანგის მომღერლებით ჩაენაცვლებინათ: „მაგრამ მივხვდით, რომ ეს სპექტაკლს განსაკუთრებულობას დაუკარგავდ“.
პირადი სიამოვნებისთვის ძვირადღირებულ საოპერო სპექტაკლებს 8 წლის წინ ასლან აბაშიძეც დგამდა. მასზე დასასწრებად ბილეთები არასდროს გაყიდულა. მოსაწვევები კი მხოლოდ „რჩეულებს“ ხვდებოდათ. რიგითი ადამიანები კი პომპეზური ცხოვრების მიღმა რჩებოდნენ, ისე როგორც ახლა. თანხით, რომლის წარმომავლობაც ყოველთვის ეჭვის ქვეშ იდგა, ასლან აბაშიძე კულტურული ელიტის გულს იგებდა და საკუთარ კაპრიზებსაც იკმაყოფილებდა. მაშინ მთავარი სლოგანი იყო _ „პირველად მსოფლიოში“ და არა _ „კულტურული რევოლუცია“. ოპერა ასლან აბაშიძის ისეთივე სისუსტე იყო, როგორც დღეს ქვეყნის პრეზიდენტის.
რამდენიმე დღის წინ რადიო „თავისუფლების“ ეთერში გოგი გვახარიასთან სტუმრად მყოფმა დაჩი ცაგურიამ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მოუწოდა, რომ ძვირადღირებული კონცერტებისთვის განკუთვნილი თანხით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დააფინანსოს. „ნუ უმღერებ დიქტატორს“ _ ამ შინაარსის წერილები ცაგურიამ მსოფლიოს იმ ცნობილ ვარსკვლავებს გაუგზავნა, რომელთა მოწვევას საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, მომავალშიც გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი