თურქული მედიის ცნობით, თურქეთის დედაქალაქში, ანკარაში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ცნობით, გამოძიების ფარგლებში ბრალი 32 პირს აქვს წარდგენილი, მათგან 13 დაკავებულია და გამოძიება გრძელდება.

ამავე დროს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით მოწამლული ადამიანები კლინიკებში მკურნალობენ.

მედიის ცნობით, ფალსიფიცირებულ ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შემთხვევები ასევე გაიზარდა სტამბოლში, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში 71 ადამიანი დაიღუპა. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

_____________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version