ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, გაასაღა ჯამში 2 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 28 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.“ – აცხადებს უწყება.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით „ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთა დადგენა-მხილების მიზნით“.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version