Batumelebi | ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები – Batumelebi
RU | GE  

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები

ერთიანი-ეროვნული-გამოცდე

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული: 2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა – მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას. ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.

ეს ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად გახდება ცნობილი.
2012 წელს ყველა სახის გამოცდისთვის რეგისტრაციას აბიტურიენტები გაივლიან მხოლოდ ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.

უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ მიუთითებენ პროფესიულ მიმართულებებს.
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი, გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.

მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე – სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხოურ ენაში 30% გახდება.

უმაღლესი სასწავლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს ე.წ. მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევენ.

ამ საკითხზე `ბათუმელების~ კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პასუხობს:

– წინა წლებში აბიტურიენტს შეეძლო ერთდროულად 7 არჩევენი გაეკეთებინა. იგულისხმებოდა როგორც აკადემიური, ისე უმაღლესი პროფესიული მიმართულებაც. ახლა აბიტურიენტებს ვუმარტივებთ საქმეს: აბიტურიენტი რეგსტრაციის გავლის დროს მხოლოდ აკადემიურ მიმართულებას მიუთითებს. თუ ის წარმატებით გაივლის ზოგადი უნარების ტესტირებას, გამოცდის შემდეგ მიაკითხავს კონკრეტული უმაღლეს სასწავლებელს და კონკრეტულ პროფესიაზე გააკეთებს განაცხადს. მერე ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კონკრეტული სასწავლებლები ჩარიცხავენ კონკრეტულ პროფესიებზე. შემდეგ კი ამ ინფორმაციას ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოგვაწვდის ჩვენ, გრანტი რომ გავანაწილოთ.

– ქალბატონო მაია, უნარების გამოცდების პასუხებს მომდევნო გამოცდებამდე არ აქვეყნებდით, ახლა რას გეგმავთ?

– წინა წლებში ზოგადი უნარების შედეგების წინასწარ გამოცხადება არაფერს გვაძლევდა, – აბიტურიენტები თავიდანვე გამოთქვამდნენ სურვილს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად… გამოცდებს ვიწყებდით ან ზოგადი უნარებით, ან ქართული ენითა და ლიტერატურით. ზოგადი უნარების შედეგების სკანირება იწყებოდა მომენტალურად, მაგრამ რაღაც პერიოდში იმის გამო ვაჩერებდით, რომ სხვა გამოცდების მონაცემები მიგვეწოდებინა გამსწორებლებისთვის, რათა დაეწყოთ გასწორება. ახლა, როცა გარკვეული რაოდენობის აბიტურიენტების ბედი მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტებზე იქნება დამოკიდებული, ბუნებრივია, სხვაგვარად დავგეგმავთ გამოცხადებას. შეიძლება, პირველ რიგში, ზოგადი უნარების შედეგები გამოვაცხადოთ, რათა აბიტურიენტებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჰქონდეთ… ეს თუ გამოცხადდა აგვისტოს დასაწყისში, მთელი თვე ექნებათ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, რომელ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა.

მეორე მხრივ, აკადემიურ მიმართულებაზე ჩარიცხვის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ, – არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ისეთი აბიტურიენტებიც გვყავს, რომელთაც სწავლის გაგრძელება უნდათ აკადემიურ მიმართულებაზე, ანუ პროფესიულ პროგრამაზე იმ შემთხვევაში გააგრძელებენ სწავლას, თუ მათ არ გაუმართლებთ და ვერ ჩაირიცხებიან. ასე რომ, ზოგიერთი აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს შედეგები კონკრეტულად ჩაირიცხა თუ არა მათთვის სასურველ ფაკულტეტზე და შემდეგ გადაწყვიტოს, პროფესიულ პროგრამაზე გააკეთოს განაცხადი თუ – არა.

– დაფინანსება ანუ გრანტი დამოკიდებული იქნება უნარების შედეგებზე?

– სახელმწიფო გრანტი ცალ-ცალკე ნაწილდება – ცალკე აკადემიური მიმართულების სტუდენტებისთვის და ცალკე პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხულებისთვის. ასე რომ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
იმის გამო, რომ მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა, 20-25 აგვისტოსთვის მთლიანად დავამთავრებთ პროცესს და ჩარიცხვების სიასთან ერთად გამოვაცხადებთ საგრანტო კონკურსის შედეგებსაც. ეს აკადემიურ მიმართულებაზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეხება. ცოტა მოგვიანებით კი საგრანტო კონკურსის შედეგებს პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოვაცხადებთ.

– საგრანტო თანხა მომავალში რამდენი იქნება?

– ჯერჯერობით იმდენივე არის გამოყოფილი, რამდენიც იყო – 10 მილიონი.

– სასკოლო გამოცდებზე მინდა გკითხოთ – მე-12-კლასელებს საატესტატო გამოცდებზე წელს შეღავათები ექნებათ, საბუნებისმეტყველო საგნებს ვგულისხმობ…

– შარშან ყველა მე-12-კლასელს ევალებოდა ჩაებარებინა 8 სავალდებულო საგანი, მათ შორის საბუნებისმეტყველო საგნებიც. ამ 8 საგნიდან 3-ში შეეძლო უფრო დაბალი ქულა მიეღო. 5,5 და ზემოთ უნდა მიეღო ნებისმიერ 5 საგანში და ნებისმიერ 3 საგანში 5,2 და მეტი. ასე რომ, საბუნებისმეტყველო საგნებზე არ ყოფილა შეღავათი, საერთო საგნებზე იყო შეღავათი. შეიძლებოდა ქიმიაში ან ბიოლოგიაში თავი გამოეჩინა მოსწავლეს, მაგრამ ისტორიაში მიეღო შედარებით დაბალი ქულა.

წელს რამდენი იქნება გამსვლელი ქულა გამოსაშვებ გამოცდებზე, ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში ალბათ ესეც გამოცხადდება.

– წელს რიგ ფაკულტეტებზე, მაგალითად, სამართალი, სამედიცინო, გრანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ სტუდენტი 100-პროცენტიან დაფინანსებას მოიპოვებს. ამ პრინციპით თანხის გადანაწილება რამდენად სამართლიანია?

– მთავრობას ნამდვილად აქვს უფლება, გამოაცხადოს პრიორიტეტი. პრიორიტეტულ მიმართულებად სრულიად ლოგიკურად გამოცხადდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ეს აისახა 2 წლის წინ გრანტის განაწილების დროს. ამას შევხედოთ ასე: 100-პროცენტიანი დაფინანსება ვრცელდება ყველაზე, შეღავათები კი კონკრეტულ სპეციალობებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge