უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 830 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 720]
- ტანკი – 9 868 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 20 549 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 22 323 ერთეული [+14]
- MLRS – 1 263 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 253 ერთეული [+40]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 35 124 ერთეული [+53]
- სპეცტექნიკა – 3 715 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 652 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 41 439 უპილოტო საფრენი აპარატი
- 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 20 843 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 20 930 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 30 776 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.