სიახლეები

გონიოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს

30.05.2012
გონიოს მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

გონიოში, სანაპირო ზოლში მცხოვრებ 290 ოჯახს ბათუმის მერიამ საბოსტნე მეურნეობების დათმობა მოსთხოვა. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის მოთხოვნას აპროტესტებს და მეურნეობების სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.

„ბათუმის მერიიდან იყო გუშინ ვიღაც მოსული, საკუთარი ვინაობაც კი არ გვითხრა. გარაჟები და პირუტყვის სადგომები დაანგრიეთ, ეს ტერიტორია უნდა გალამაზდეს, დიდძალ ტურისტებს ველოდებითო. ხვალ საპროტესტო აქციას ვგეგმავთ და ამ ფაქტს გავაპროტესტებთ. ვითხოვთ ან ალტერნატიული ფართი მოგვცენ სადმე, სადაც სადგომებს განვათავსებთ ან გადაგვიხადონ ფული, კვადრატულ მეტრში 300 დოლარი, “ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში გონიოს მკვიდრმა ლადო მჟავანაძემ.

საპროტესტო აქცია ხვალ გონიოში 12 საათზე გაიმართება.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=F3WoAby0F0Y&feature=youtu.be]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.