სიახლეები

გმირთა საფლავებთან დღეს ჯვარს აღმართავენ [ვიდეო]

30.05.2012
გმირთა საფლავებთან დღეს ჯვარს აღმართავენ [ვიდეო]

[youtube https://www.youtube.com/watch?v=86Pog849wOE&w=420&h=315]

გოგებაშვილისა და  გამსახურდის ქუჩების კვეთასთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებია, დღეს სასულიერო პირები მრევლთან ერთად ქვაში გამოკვეთილ ჯვარცმას აღმართავენ.  4 მარტს კი ამ ადგილას საზეიმო წირვის ჩატარება იგეგმება. სასულიერო პირებმა „ბათუმელებთან” საუბრისას აღნიშნეს, რომ საზეიმო წირვა არ უკავშირდება პროტესტს აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ამბობენ, რომ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობა.

აქვს თუ არა  ჯვრის აღმართვის შესახებ ნებართვა გაცემული ქალაქის მერიას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.