სიახლეები

გიგანტური ხაჭაპური კოლონადებთან

30.05.2012
გიგანტური ხაჭაპური კოლონადებთან

[youtube https://www.youtube.com/watch?v=g1mA606_Xhg&w=560&h=349]

ბათუმის კოლონადებთან  დღეს, საღამოს 7 საათზე გიგანტური აჭარული ხაჭაპური მოიტანეს, რომელიც სახაჭაპურე „ოქროს გასაღებმა“ საგანგებოდ დაამზადა. ხაჭაპურის სიგრძე რეკორდული იყო, იგი რვა მეტრს აღწევდა.  გიგანტური ხაჭაპური ზუსტად წუთსა და 32 წამში გაქრა მაგიდიდან. „ეს რეკორდია“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა, შარშან გიგანტური ხაჭაპურის შეჭმას დამსწრეებმა ხუთი წუთი მოანდომეს.

გასულ წელს მომზადებული ხაჭაპურის სიგრძე 6 მეტრი იყო. მის მოსამზადებლად ორი ტომარა ფქვილი, 80 კილოგრამი ყველი, 400 ცალი კვერცხი და 30 კილოგრამამდე კარაქი დაიხარჯა.

გიგანტური ხაჭაპური ხარისხის ნიშნის კვირეულის ფარგლებში მომზადდა, რომელიც კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება ბათუმში. კვირეულის ფარგლებში კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია და მომსახურება, ასევე დაგეგმილი სიახლეები მომხმარებელს გააცნონ. იმართება პიარ-აქციები, დეგუსტაციები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.