დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს.

აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია.

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„დაკავებულია 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“.

ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით უკვე დაკავებულია 11 ადამიანი.

თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 500-ზე მეტია ადამიანი. ბევრი მათგანი სასტიკად არის ნაცემია.

ბათუმში აქცია უკვე იშლება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version