კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. … ვრცლად კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს