ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე წაიქცა. თვითმხილველის თქმით, ხე იქვე მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეცა. ასევე დაზიანდა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხე დღეს, 6 მაისს დილით წაიქცა, რის გამოც გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა ხალვაშის გამზირზე. ამ დროისთვის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ხე წაიქცა / 6.05.2024 / როინ გუნდაძის ფოტო

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version