UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ.

„მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ.

სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა.

ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“ – წერს ილია თოფურია.

ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც წელს UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. თოფურიამ მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version