ბათუმის მერიის ინფორმაციით, შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა პორტის მიმდებარედ ბაქოს ქუჩაზე – ესტაკადასა და შავშეთის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია გზის ერთ ზოლში“, – აცხადებს მერია.

ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთაში, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სანიაღვრე კოლექტორი უნდა მოეწყოს.

სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა შავშეთის ქუჩაზე დაწყებულია და სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს [„გორგიას“ მიმდებარედ], რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შავშეთიც ქუჩაზეც შეზღუდულია.

ბაქოს ქუჩაზე სავალი ნაწილის ერთი ზოლის [პორტის მხარეს] ჩაკეტვის გამო, ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს მეორე [კათოლიკური ეკლესიის მხარეს არსებულ] ზოლში:

ბაქოს ქუჩა ესტაკატადან შავშეთის კვეთამდე მონაკვეთში [მონიშნულია წითელი ხაზით] ცალმხრივად ჩაიკეტა. ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს მეორე ზოლში [აღნიშნულია მწვანე ხაზით].

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version