ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 18:00 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო კონცერტი 19 საათზე დაიწყება და ღამის პირველ საათამდე გასტანს.

_____________

ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტი

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version