ხანძარი გაჩნდა დღეს, 30 დეკემბერს, ბათუმში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კუთხეში მდებარე კორპუსის ბინაში.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური.

„ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: „ბათუმელები“

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version