უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 354 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 1 010]
- ტანკი – 5 899 ერთეული [+22]
- ჯავშანტექნიკა – 10 956 ერთეული [+37]
- საარტილერიო სისტემა – 8 366 ერთეული [+19]
- MLRS – 934 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 614 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 329 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 458 ერთეული [+22]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 618 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 23 ერთეული [+1]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 11 109 ერთეული [+34]
- სპეცტექნიკა – 1 239 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 560 თვითმფრინავი
- 261 ვერტმფრენი
- 10 104 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 334 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 509 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 16 738 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
[yellow_box]უკრაინამ ყირიმში დიდი ზომის რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა[/yellow_box]
მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook