უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 349 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
- ტანკი – 5 814 ერთეული [+16]
- ჯავშანტექნიკა – 10 794 ერთეული [+23]
- საარტილერიო სისტემა – 8 206 ერთეული [+16]
- MLRS – 928 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 611 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 316 ერთეული [+17]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 612 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 871 ერთეული [+29]
- სპეცტექნიკა – 1 203 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 553 თვითმფრინავი
- 260 ვერტმფრენი
- 9 899 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 14 202 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 189 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 416 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 16 502 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ეს ომი დიდხანს გაგრძელდება, აპათიის წამალი ომში ჩართვაა – „აზოვის“ მეთაური