უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 320 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
- ტანკი – 5 446 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 10 188 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 7 769 ერთეული [+17]
- MLRS – 899 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 589 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 784 ერთეული [+13]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 564 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 159 ერთეული [+25]
- სპეცტექნიკა – 1 105 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 22 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 537 თვითმფრინავი
- 254 ვერტმფრენი
- 9 095 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 13 539 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 145 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 15 507 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.