უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 316 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
- ტანკი – 5 415 ერთეული [+27]
- ჯავშანტექნიკა – 10 132 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 7 712 ერთეული [+29]
- MLRS – 895 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 585 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 709 ერთეული [+20]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 563 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 077 ერთეული [+17]
- სპეცტექნიკა – 1 086 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 536 თვითმფრინავი
- 254 ვერტმფრენი
- 8 989 უპილოტო საფრენი აპარატი
- 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 13 446 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 185 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 123 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 15 342 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ხანძარი ვოლგოგრადის საჯარისო ნაწილში – მედია უკრაინული დრონის თავდასხმაზე წერს