უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 282 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 4 821 ერთეული [+21]
  • ჯავშანტექნიკა – 9 123 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 6 705 ერთეული [+17]
  • MLRS – 808 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 316 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 190 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 530 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 9 111 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 959 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 487 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 645 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 441 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 415 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 161 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 934 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში – ISW

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version