ისრაელზე ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“  შეტევის ფაქტს, საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ში (ყოფილი twitter-ი) გამოეხმაურა.

„ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით.

საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“-წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 7 ოქტომბერს, შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს. მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.

პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის” მიერ დაწყებული შეტევის შემდეგ, ისრაელში, სულ მცირე, 22 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო სამსახურები ავრცელებენ.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version