უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს 3 კვ.კმ ტერიტორია ბახმუტის მიმართულებით.

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე ჯამში უკვე 40 კვ.კილომეტრია გათავისუფლებული.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ანა მალიარმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამ კვირაში ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშჩეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას დასავლეთ რაიონებში.

ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში, სამხრეთ ფრონტზე და მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით.

„ბრძოლა სოფელ უროჟაინოეში ამ კვირაში გაგრძელდა, იქ არის გარკვეული წარმატებები“ – აღნიშნა მან.

ამავე დროს, ანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ „გარკვეული წარმატებები“ სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, გარკვეულ რაიონებში.

მალიარმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით შეასრულეს დავალება ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version