7 აგვისტოს, ღამე, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე.
ბოლო ცნობებით, ორი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ქალაქის ცენტრში, დაიღუპა 7 ადამიანი.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად 67 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის 29 პოლიციელია, 7 მაშველი და ორი ბავშვი.
უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილ პოლიციელებს შორის არის ვლადიმერი, რომელიც იყო მსტისლავ ჩერნოვის ფილმის – „20 დღე მარიუპოლში“ – გმირი. იგი განმეორებითი სარაკეტო თავდასხმის დროს დაიჭრა, ხალხის დახმარების დროს.
ასევე, დაღუპულთა შორის არის დონეცკის რეგიონში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ანდრი ომელჩენკო.
თავდასხმის შედეგად პოკროვსკიში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმრო, კვების ობიექტები, მაღაზიები და საოფისე შენობები.