უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 248 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +640]
  • ტანკი – 4 228 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 249 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 4 911 ერთეული [+19]
  • MLRS – 704 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 466 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 311 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 104 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 347 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 392 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 724 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 458 თვითმფრინავი
  • 245 ვერტმფრენი
  • 5 496 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 428 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 113 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 142 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 746 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 057 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

  • ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის გმირი, რომელმაც იზიუმის ალყიდან ბატალიონი გამოიყვანა და გადაარჩინა

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version