საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 11 ივლისს, ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტზე.
Scalp-ის რაკეტები, რომელთა გადატანა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ვარიანტია. ბრიტანეთი ამ რაკეტების მიწოდებას კიევს მაისში დაჰპირდა და, როგორც ჩანს, უკრაინა ამჟამად იყენებს ამ ტიპის რაკეტებს..
„ბიბისის“ ცნობით, Storm Shadow-ი ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. რაკეტის სროლის დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია. ეს არის მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომელიც გათვლილია ისეთ მსხვილ შენობა-ნაგებობებზე თავდასხმისთვის, როგორიცაა: პორტის ინფრასტრუქტურა, ბუნკერები, აეროდრომები და ხიდები.
Storm Shadow-ი მონტაჟდება თვითმფრინავზე, თუმცა ფრანგული Scalp-ის გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდანაც.