უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 230 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
- ტანკი – 4 057 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 7 899 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 4 220 ერთეული [+32]
- MLRS – 641 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 391 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 309 ერთეული [+1]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 573 ერთეული [+16]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 264 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 834 ერთეული [+18]
- სპეცტექნიკა – 590 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 446 თვითმფრინავი
- 240 ვერტმფრენი
- 4 873 უპილოტო საფრენი აპარატი
- 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 10 490 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 134 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 313 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 11 385 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
თუ პუტინმა შოიგუ-გერასიმოვი არ ჩამოიცილა, რუსეთში სამხედრო ფრთა გაიმარჯვებს, თუ მოხსნის – ФСБ