უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს პიატიხატკი და 7 სხვა დასახლება ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით კონტრშეტევის ორი კვირის განმავლობაში – განაცხადა უკრიანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

„აღნიშნულ პერიოდში ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით, ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში, გათავისუფლებულ იქნა 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოიე, ლობკოვო, ნესკუჩნოიე, პიატიხატკი“ – წერს ანა მალიარი ტელეგრამზე.

უკრაინული მედიის ცნობით, პიატიხატკი 18 ივნისს გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

ანა მალიარმა აღნიშნა, რომ ტაურიდას მიმართულებით უკრაინული ქვედანაყოფები 7 კმ-მდე სიღრმეზე შევიდნენ, ხოლო სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კმ2-ს შეადგენს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტაურიდის მიმართულებით თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობა გრძელდება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version