უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 97 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
- ტანკი – 2 980 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 5 952 ერთეული [+6]
- საარტილერიო სისტემა – 1 946 ერთეული [+3]
- MLRS – 410 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 648 ერთეული [+4]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 4 563 ერთეული [+0]
- სპეცტექნიკა – 172 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 344 თვითმფრინავი
- 184 ვერტმფრენი
- 2 673 უპილოტო საფრენი აპარატი
- 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 7 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 689 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 7 625 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]რუსეთის არმია კიევის აღებას ვერ შეძლებს, თუნდაც კვლავ დაესხას თავს – ISW[/yellow_box]
ამავე თემაზე: