2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. თითქმის ათი თვეა უკრაინაში მიმდინარეობს ომი, რომელმაც ათი ათასობით უკრაინელის, სამხედრო პირების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.
ამ ფოტორეპორტაჟში ნახავთ 12 ფოტოს, რომელიც ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფებმა გადაიღეს უკრაინაში.
ხარკოვი, 2022 წლის 25 თებერვალი. ჯარისკაცის ცხედარი დამწვარი ტანკის წინ. ფოტო: EPA/SERGEY KOZLOVბოროდიანკა, უკრაინა. 2022 წლის 3 მარტი. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ ქალაქის დაბომბვის ფონზე. ფოტო: EPA/ALEXA YAKUBOVICHგაქცევა ირპინიდან. ხალხი გადადის დანგრეულ ხიდზე, რათა რუსული არმიის დაბომბვას გადაურჩნენ. 2022 წლის 7 მარტი.ლვოვი. უკრაინის არმიის დაღუპული ოფიცრის დედა შვილის კუბოსთან. 2022 წლის 17 მარტი. ფოტო: EPA/ATEF SAFADIბუჩა. მშვიდობიანი მოქალაქეების ხელებშეკრული ცხედრები ქალაქის ქუჩაში. 2022 წლის 3 აპრილი. EPA/MIKHAIL PALINCHAKბუჩა. უკრაინელები რუსული არმიის განადგურებული ტექნიკით სავსე ქუჩაში. 2022 წლის 6 აპრილი. ფოტო: EPA/ROMAN PILIPEYსევეროდონეცკი, უკრაინის უცხოური ლეგიონის დაჭრილი მებრძოლი. 2022 წლის 2 ივნისი.ხარკოვის ოლქი, ქალაქ შევჩენკოვოს გზაზე. 2022 წლის 15 სექტემბერი. ფოტო: EPA/OLEG PETRASYUKყირიმის ხიდი. 2022 წლის 8 ოქტომბერი.უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა ნატოს 68-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მადრიდში. 2022 წლის 21 ნოემბერი. ფოტო: EPA/EFE /CHEMA MOYAმარიუპოლი, უკრაინა – ქალაქის დაბომბვისას დაღუპული პირების საფლავები. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKYჩაბნელებული კიევი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK