გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 დეკემბრის 21 საათიდან 14 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი
- ღამით: -2 – +3 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან