როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა

ქობულეთში, ზედა სამების სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ორი კვირის წინ დაიმეწყრა. როგორც სკოლის დირექტორმა მზემზე კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მეწყერმა შემაკავებელი კედელი გაარღვია და საშიშროება შეუქმნა სკოლის საძირკველს. „მეწყერი პირდაპირ მოსულია სკოლის საძირკვლამდე,“ – ამბობს დირექტორი. სკოლაში 67 მოსწავლე სწავლობს. დირექტორის თქმით, მოსწავლეები მეოთხე დღეა სწავლას მეზობელი სოფლის სკოლაში აგრძელებენ. „მანამდე ხან ონლაინსწავლებაზე ვიყავით, შემდეგ მეწყერმა … ვრცლად როდის განახლდება სწავლა სოფელ სამების სკოლაში, რომლის ტერიტორიაც დაიმეწყრა