ბათუმში კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. ნგრევის ადგილზე დღეს დაღუპულების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია და მთავრობის წევრები მივიდნენ.