მთავარი,სიახლეები

მარგარიტა სიმონიანი ბირთვული ომით იმუქრება

20.09.2022 • 1605
მარგარიტა სიმონიანი ბირთვული ომით იმუქრება

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მსოფლიოს ბირთვული ომით ემუქრება. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ სასწრაფოდ გამართვის მოთხოვნასთან ერთად, სიმონიანი თავის ტელეგრამ არხზე ბირთვულ ომსაც „წინასწარმეტყველებს“.

„იქიდან გამომდინარე, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, ეს კვირა აღინიშნება ან ჩვენი სწრაფი გამარჯვების, ან ბირთვული ომის წინმსწრებად. სხვა მესამე ვარიანტს ვერ ვხედავ,“ – წერს სიმონიანი.

მარგარიტა სიმონიანი ამ კვირას გადამწყვეტად მიიჩნევს, რადგან დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით რეფერენდუმების გამართვას 23-27 სექტემბრის პერიოდში აპირებენ.

„ხერსონიც უერთდება (რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების მოთხოვნას), ველოდებით ზაპოროჟიეს“, – წერს სიმონიანი.

დღესვე პუტინთან დაახლოებულმა დეპუტატმა ანდრეი გურელევმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული დარტყმების სამიზნე არა უკრაინა, არამედ გერმანია და დიდი ბრიტანეთი გახდება. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება მოსკოვისთვის „უინტერესოა“, რადგან იქ „რუსებმა უნდა იცხოვრონ“.

ზაფხულში მსგავსი განცხადებები გააკეთა რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმაც, რომლის თქმითაც რუსეთთან ბირთვული ომის შედეგი მსოფლიოსთვის ყველაფერი ცოცხლის განადგურება იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: