დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და კედელს შეეჯახა.

ადგილზე იმყოფება პოლიცია, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილს არასრულწლოვნები მართავდნენ, როგორც პოლიციაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს მოკვლევა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version