ნეტგაზეთი • RU

ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში  – „თბილისის აეროპორტსა“ და „ბათუმის აეროპორტში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 301 430 აშშ დოლარი გამოავლინეს.

„არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835 467,877 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 83 546,78 ლარით დაჯარიმდნენ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com