გასული ერთი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ პერიოდში ჩატარდა 74 171 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 6 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 4 966 ახალი  შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა იმერეთი – 2 039 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი აჭარა – 1 175 ახალი შემთხვევა.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 16.98 პროცენტი.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version