ხულოში, სოფელ ბეღლეთისა და დიოკნისის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, კლდე ჩამოიშალა.

ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.

„ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში უთხრეს, რომ საკითხს მოიკვლევენ და გვაცნობებენ, როდის გაიწმინდება გზა და რა სამუშაოები ჩატარდება.

ფოტო: ევა ართმელაძე/„ბათუმელები“
ფოტო: ევა ართმელაძე/„ბათუმელები“

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version