ბათუმის მერიის ინფორმაციით, შინდისის გმირების სახელობის ახალ სკვერში, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში გუშინ გახსნეს, დღეს გამთენიისას ვანდალურად იქნა განადგურებული ახალდარგული ხე-მცენარეები. „დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი,“- განაცხადეს ქალაქის მერიაში.

ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა. პარკში პირველად დაიდგა ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები.

პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა.
Published by ლელა დუმბაძე
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com
View more posts