მთავარი,სიახლეები

უკრაინის ახალ სამხედრო მარკაზე იქნება ტრაქტორი, რომელიც რუსულ ტანკს მიათრევს

15.06.2022
უკრაინის ახალ სამხედრო მარკაზე იქნება ტრაქტორი, რომელიც რუსულ ტანკს მიათრევს

უკრაინელებმა ახალი სამხედრო მარკის დიზაინი შეარჩიეს გამოკითხვის შედეგად. ახალ საფოსტო მარკაზე გამოსახული იქნება ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც ტანკს მიათრევს.

უკრაინის ფოსტამ 5 გამოსახულება შესთავაზა უკრაინელებს ახალი მარკის დიზაინის შესარჩევად. ტრაქტორს უკრაინის დროშით ხმა მისცა გამოკითხულთა 41-მა პროცენტმა. უკრაინის ფოსტის ინფორმაციით, გამოკითხვაში ერთი კვირის განმავლობაში 834 000 ადამიანი მონაწილეობდა.

„ჩვენმა ხალხმა აირჩია ის, რაც ნაცნობია ყველასთვის. სინათლე ყოველთვის სძლევს წყვდიადს, პატიოსანი შრომა კი – ქურდობას. და ამისთვის არაა აუცილებელი ტანკები გქონდეს“ – წერს უკრაინის ფოსტა.

მცირე ზომის ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც ჩაბმულ ტანკს მიათრევს, უკრაინა-რუსეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე კარგად ნაცნობ გამოსახულებად იქცა.

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მოკლე ხანში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მიათრევს ტრაქტორი ტანკს. მალევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინელმა ბოშებმა და ფერმერებმა მინიმუმ 200 რუსული ტანკი ჩაიგდეს ხელში.

ეს ინფორმაცია ინტერნეტში არაერთი ხუმრობის თემა გახდა. ტრაქტორი უკრაინის დროშით, რომელიც რუსულ ტექნიკას მიათრევს, გამოჩნდა ნახატებზეც და იქცა ამ ომში უკრაინელების შეუპოვრობის, შრომისა და მონდომების სიმბოლოდ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: