მთავარი,სიახლეები

დავაკავეთ რუსეთის აგენტები – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

03.05.2022
დავაკავეთ რუსეთის აგენტები – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში დააკავეს რუსეთის აგენტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების სარეზერვო პოსტების შესახებ. ამის შესახებ დღეს, 3 მაისს, განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა, არტემ დეხტიარენკომ.

დეხტიარენკოს თქმით, აგენტის გამოვლენით თავიდან იქნა აცილებული სარაკეტო დარტყმა. აგენტი დასაკავშირებლად იყენებდა მესენჯერს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საგანგებოდ შექმნა აგენტურისგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად.

ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს ბროვარის რაიონის 2 მცხოვრები, რომლებიც რუს ჯარისკაცებს ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს შეუერთდნენ. „მათ მიიღეს რუსული სამხედრო ფორმა, იარაღი და საბრძოლო მასალა… ჩაერთნენ დაზვერვის  პატრულირებაში. მოღალატეები აშინებდნენ ხალხს და ძალადობდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკის გასავრცელებლად. დადგენილია, რომ სოფელ ველიკა დიმერკაში მათ ორი მოქალაქე მოკლეს“ – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინის უსაფრთხოების ცნობით, კიევის ოლქში ერთ-ერთი სოფლის დროებითი ოკუპაციის დროს  კიდევ ერთი მოქალაქე ეხმარებოდა რუსეთის არმიას საარტილერიო ხაზისა და საგუშაგოების მოწყობაში. მას ბრალად ედება სოფლის გამგებლის გატაცებაში ხელშეწყობა, რომლის თანამშრომლობაზე დაყოლიებას რუსეთის არმია მუქარითა და ფიზიკური ძალადობით ცდილობდა.

ასევე, დეხტიარენკოს თქმით, მიკოლაევის ოლქში ბაშტანის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამხილეს რუს ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, რომელმაც „საჯაროდ დაუჭირა მხარი ოკუპანტებს და მონაწილეობა მიიღო რუსი პროპაგანდისტების „დადგმულ ისტორიებში“.

________________

ფოტოზე: უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: