რუსეთში ანტისაომარი პროტესტი მკაცრად იკრძალება. აქტივისტებს აპატიმრებენ და აჯარიმებენ. პროტესტმა ქუჩის მხატვრობასა და ფურცლებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად სწრაფად შლიან საპროტესტო წარწერებსა თუ ნახატებს, აქტივისტები ახერხებენ ფოტოების გავრცელებას სოციალურ ქსელებში. გთავაზობთ 16 ფოტოს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან.
ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, დმიტრი რეზნიკოვი 13 მარტს მოსკოვში პლაკატის გამო დააკავეს და 50 ათასი რუბლით დააჯარიმეს „არმიის დისკრედიტაციის“ გამო. პლაკატზე 8 ფიფქი (*) იყო გამოსახული, რაც რუსულ სიტყვებს „არა ომს“ (Нет войне) გამოხატავს. მსგავსი წარწერა ომის გასაპროტესტებლად სხვა დღეებშიც გამოჩნდა რუსეთში ფოტო: t.me/sotavisionგრაფიტი სანკტ-პეტერბურგის შენობის კედელზე. ფიფქები აღნიშნავს რუსულ სიტყვებს „არა ომს“ (Нет войне) ფოტო: Twitter @Emily_Lykosრუსეთი. ფოტო: Twitter @Emily_Lykosნოვოსიბირსკი, რუსეთი. გრაფიტი გზაზე. „Z ნაგვის ურნაში“ ფოტო: Twitter @Emily_Lykosმოსკოვი, რუსეთი. ჩინურენოვანი წარწერა კედელზე „არა ომს“. ფოტო: Twitter @Emily_Lykosმოსკოვი, რუსეთი. წარწერა „არა ომს“ (Нет войне). ფოტო: Twitter @Emily_Lykosეკატერინსბურგი, რუსეთი. ფოტო: Twitter @Emily_Lykosსანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. კედელზე გადაღებილია წარწერა „არა ომს“ (Нет войне). „ნეტავ მათ, ვინც ამ ომის საწინააღმდეგო გრაფიტებს ღებავენ, თუ იციან, რომ უფრო თვალსაჩინოსა და უფრო ლამაზსაც კი ხდიან?“- წერს ბრიტანელი ჟურნალისტი დენი არმსტრონგი. ფოტო: Twitter @DannyWArmstrong კალინგრადი, რუსეთი. კედელზე გადაღებილია წარწერა „არა ომს“ (Нет войне). „საღებავი, რომელსაც ომის საწინააღმდეგო წარწერა უნდა დაეფარა, ჯერ კიდევ არაეფექტურია“, წერს სამოქალაქო აქტივისტი ტვიტერზე. ფოტო: Twitter @Emily_Lykosნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი. რუსულენოვანი წარწერა კედელზე: „ტრაგედია უკრაინისთვის, კატასტროფა რუსეთისთვის“. ფოტო: Twitter @Emily_Lykosსნკტ-პეტერბურგი, რუსეთი. კედელზე საღებავით ფარავენ წარწერას „კი მშვიდობას“. ფოტო: Twitter @Emily_Lykosლიპეცკი, რუსეთი. საღებავით ფარავენ წარწერას „არა ომს“ (Нет войне). ფოტო: Twitter @Emily_Lykosსანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. წარწერები ავტობუსის გაჩერებაზე. შავი საღებავით, ორივე მხარეს მსხვილი ასოებით წერია „არა ომს“. წითელი საღებავით მარჯვენა ბილბორდზე ციტატები წიგნიდან „1984“: „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინრობა ძალაა”. ფოტო: Twitter @Emily_Lykosკალინგრადი, რუსეთი. სტენსილი ავტობუსის გაჩერების მინაზე: „იმპერიალიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ“. ფოტო: Twitter @Emily_Lykosპერმი, რუსეთი. წარწერა „ჩვენ არ გვინდოდა ომი“. ფოტო Twitter @StreetArtUtopia სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი. მინაწერი სარეკლამო ბანერზე. წყლის რეკლამა ამბობს: „რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი, ვიდრე წყალი?“ მინაწერი ლურჯი ფერით: „ჯარის გამოყვანა!“. მინაწერი შავი ფერით: მშვიდობა. ფოტო Twitter @StreetArtUtopia
Published by ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან
View more posts